background image background image

გიორგი აფხაზი

გამოფენა წარმოგიდგენთ დაკარგული პრინცის სევდიან ამბავს, რომელსაც წითელი რეპრესიების დროს სამშობლოს დატოვება მოუწია და უკან აღარასოდეს დაბრუნებულა. არტისტის მემკვიდრეობა ევროპული ხელოვნების დიდ სცენებსა და კულუარებში დღემდე უნიკალური და შთამაგონებელია, თუმცა მისი კვალი საქართველოს ომიანი წარსულის ლაბირინთებში უკვალოდ იკარგება.

1892
1964
Menu image

გიორგი აფხაზის თავგადასავალი მსოფლიო ისტორიაში ქართველების მნიშვნელოვან კვალზე მოგვითხრობს.

ეს ამბავი საქართველოს მიღმა აღმოჩენილ ქართველზეა, ემიგრირებული დიპლომატის და ხელოვანის შესახებ, რომელსაც იტალიაში აფხაზეთის პრინცად იცნობდნენ . გიორგის საგვარეულო აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის - ანჩაბაძეთა კახეთში, კარდანახში დამკვიდრებული შტო გახლდათ. ოსმალეთის იმპერიის მიერ აფხაზთა მამულების აკლების შემდეგ, რადგან აფხაზის გვარს თავის ისტორიულ ტერიტორიაზე აღარ დაედგომებოდა, ისინი დასავლეთ ზღვისპირეთიდან საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში დამკვიდრდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა მათ ყოველთვის აფხაზებად მოიხსენიებდა, სწორედ აქედან წარმოიშვა მათი გვარი და თავადების ახალი ისტორიაც ასე დაიწყო. გიორგი აფხაზი 1892 წელს საქარველოში დაიბადა, 1911 წლამდე მამის ნათესავებთან თბილისში იზრდებოდა, 1913 წლის ბოლოს ლიეჟში გაეშურა, სადაც ელექტონიკის ინსტიტუტში დაიწყო სწავლა. 1914 წელს გიორგი უკვე პარიზში იყო დამკვიდრებული, სადაც სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა და იქვე ცდილობდა სცენოგრაფის პროფესიისთვისაც აეღო ალღო. 1919 წლიდან გიორგიმ რომში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში, სამხედრო ატაშედ იმუშავა. საქართველოს გასაბჭოების ტრაგიკული ამბავი კი მას იტალიის დედაქალაქში დაეწია. ადვილი მისახვედრია, როგორი დამოკიდებულება ექნებოდა დიპლომატსა და თავისუფალ ხელოვანს სისხლით მოსულ დამპყრობელთან. გასაბჭოებასა და წითელ რეპრესიებს თან დაერთო გიორგის ბიძის, გენერალ კოტე აფხაზის დაპატიმრება, წამება და მისი დახვრეტა.

მეტი
close icon

გიორგი აფხაზი

გიორგი აფხაზის თავგადასავალი მსოფლიო ისტორიაში ქართველების მნიშვნელოვან კვალზე მოგვითხრობს. ეს ამბავი საქართველოს მიღმა აღმოჩენილ ქართველზეა, ემიგრირებული დიპლომატის და ხელოვანის შესახებ, რომელსაც იტალიაში აფხაზეთის პრინცად იცნობდნენ . გიორგის საგვარეულო აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის - ანჩაბაძეთა შტო გახლდათ. ოსმალეთის იმპერიის მიერ აფხაზთა მამულების აკლების შემდეგ, რადგან აფხაზის გვარს თავის ისტორიულ ტერიტორიაზე აღარ დაედგომებოდა, ისინი დასავლეთ ზღვისპირეთიდან საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში დამკვიდრდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა მათ ყოველთვის აფხაზებად მოიხსენიებდა, სწორედ აქედან წარმოიშვა მათი გვარი და თავადების ახალი ისტორიაც ასე დაიწყო.

გიორგი აფხაზი 1892 წელს საქარველოში დაიბადა, 1911 წლამდე მამის ნათესავებთან თბილისში იზრდებოდა, 1913 წლის ბოლოს ლიეჟში გაეშურა, სადაც ელექტონიკის ინსტიტუტში დაიწყო სწავლა. 1914 წელს გიორგი უკვე პარიზში იყო დამკვიდრებული, სადაც სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა და იქვე ცდილობდა სცენოგრაფის პროფესიისთვისაც აეღო ალღო.

1919 წლიდან გიორგიმ რომში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში, სამხედრო ატაშედ იმუშავა. საქართველოს გასაბჭოების ტრაგიკული ამბავი კი მას იტალიის დედაქალაქში დაეწია. ადვილი მისახვედრია, როგორი დამოკიდებულება ექნებოდა დიპლომატსა და თავისუფალ ხელოვანს სისხლით მოსულ დამპყრობელთან. გასაბჭოებასა და წითელ რეპრესიებს თან დაერთო გიორგის ბიძის, გენერალ კოტე აფხაზის დაპატიმრება, წამება და მისი დახვრეტა. Პროტესტის ნიშნად, გიორგიმ კონსულის თანამდებობა დატოვა და რომში ლტოლვილის სტატუსით დარჩა. 1923 წელს იტალიელ ქალზე, ლაურა დე ჯიოვანიზე იქორწინა და მასთან ერთად საცხოვრებლად მილანში გადავიდა, იქ კი 1937 წელს, იტალიის მოქალაქეობა მიიღო.

აფხაზი 1926 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რომისა და მილანის წამყვან თეატრებსა და შემოქმედებით ჯგუფებთან. 1949-43 წლებში გახმაურებული იტალიური ფილმის მთავარი მხატვრად მუშაობდა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არტისტის უმთავრეს ვნებად თეატრალური დადგმები და სასცენო მხატვრობა იქცა, რამაც მას არტისტულ სალონებსა და ხელოვნების მოყვარულებში საერთაშორისო დიდება და აღიარება მოუტანა. Აფხაზი თითქმის 20 წლის განმავლობაში მუშაობდა რომის ოპერის თეატრში.

იგი ასევე რამოდენიმე იტალიური წიგნის ილუსტრატორიც გახლდათ, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არტისტის შესანიშნავი ილუსტრაციები ჟურნალისათვის “ლა ლეტურა”- წარმოუდგენელია, აღტაცებული არ დარჩეთ ილუსტრაციებზე გამოსახულ პერსონაჟთა ხასიათითა და უნიკალური კოლორიტით.

ხელოვანმა ცხოვრების ბოლო წლებმა რომში გაატარა. მისი წერილებიდან ირკვევა, რომ მან, 1949 წელს ქართველების პირველი ასოციაცია დაარსა იტალიაში. ამასთან ერთად საერთაშორისო წითელ ჯვართან ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იტალიაში იძულებით ემიგრანტებად შემოსულ ქართველსა და უცხოელ ლტოლვილებს.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ გიორგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში საკმაოდ ღარიბულად და მოკრძალებულად ცხოვრობდა. 2020 წელს, რომში, ფლამინიოს სასაფლაოზე გიორგი აფხაზისა და ლაურა დი ჯოვანის საფლავს მივაკვლიეთ.

არტისტის მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ევროპულ ხელოვნებაში შეტანილ მის განსაკუთრებულ წვლილზე მეტყველებს. ეს კი გვავალდებულებს, ხელახლა აღმოვაჩინოთ და სამშობლოს დავუბრუნოთ უსამართლოდ დავიწყებული ნიჭიერი შემოქმედის სახელი, რომელმაც თავისი შემოქმედება და ცხოვრება, სწორედ თავის დაკარგულ ქვეყანას მიუძღვნა

sound icon
soundball
sound icon
გიორგი აფხაზის ხელმოწერა
left arrow icon right arrow icon

ლიზა აფხაზი

ლიზას ბედი დანარჩენი ძმების ცხოვრებაზე არანაკლებ ტრაგიკული იყო. ელისაბედს სამი უფროსი ძმის მსგავსად რუსეთი არ დაუტოვებია. ადვილი შესაძლებელია, რომ დარჩენის გადაწყვეტილება მისმა მეუღლემ, სერგეი ბორდელუსმა მიიღო ანდაც ოჯახი ორი მცირეწლოვანის გამო დარჩა რუსეთში, თუმცა ამ პერსპექტივიდან, ცნობათა სიმწირის გამო, ამაზე მსჯელობა უკვე რთულია. ლიზას ბავშვობას რომ დავუბრუნდეთ, გოგონა 1901 წელს, 5 წლის ასაკში სრულიად დაობლდა. თუმცა, ამის მიუხედავად მას ყოველთვის ცხადად ახსოვდა საკუთარი მშობლები. ბავშვი ძმასთან, ირაკლისთან ერთად დედის ნათესავების სახლში ცხოვრობდა და განათლებასაც იქვე იღებდა. ნათესავები კი რუსეთში, მაგილევსკის გუბერნიაში ცხოვრობდნენ. გოგონას ნათესავები თბილი და მზრუნველი ადამიანები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ლიზას თავი ბედნიერად ეგრძნო და მშობლიური გარემოსა და სახლის სითბო არ დავიწყებოდა.

მეტი
close icon

ლიზა აფხაზი

ლიზას ბედი დანარჩენი ძმების ცხოვრებაზე არანაკლებ ტრაგიკული იყო. ელისაბედს სამი უფროსი ძმის მსგავსად რუსეთი არ დაუტოვებია. ადვილი შესაძლებელია, რომ დარჩენის გადაწყვეტილება მისმა მეუღლემ, სერგეი ბორდელუსმა მიიღო, ანდაც ოჯახი ორი მცირეწლოვანის გამო დარჩა რუსეთში, თუმცა ამ პერსპექტივიდან, ცნობათა სიმწირის გამო, ამაზე მსჯელობა უკვე რთულია.

ლიზას ბავშვობას რომ დავუბრუნდეთ, გოგონა 1901 წელს, 5 წლის ასაკში სრულიად დაობლდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მას ყოველთვის ცხადად ახსოვდა საკუთარი მშობლები. ბავშვი ძმასთან, ირაკლისთან ერთად დედის ნათესავების სახლში ცხოვრობდა და განათლებასაც იქვე იღებდა. ნათესავები კი რუსეთში, მაგილევსკის გუბერნიაში ცხოვრობდნენ. გოგონას ნათესავები თბილი და მზრუნველი ადამიანები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ლიზას თავი ბედნიერად ეგრძნო და მშობლიური გარემოსა და სახლის სითბო არ დავიწყებოდა. გოგონა თავისუფლად საუბრობდა ფრანგულ ენაზე, დადიოდა მაგილევსკის გიმნაზიაში და იქვე აიღო დამამთავრებელი კლასის ატესტატიც. იმ პერიოდიდან შემორჩენილია ორი ფოტო: პირველზე ელისაბედი პატარა, სკოლის მოსწავლე გოგონაა, მეორე ფოტო კი ნათესავებთან ერთადაა გადაღებული, რომელთაგან ერთ-ერთი შემდგომში მისი მეუღლე გახდა.

1910-12 წლებში ელისაბდი თბილისში დაბრუნდა და ასე აღმოჩნდა ოთხი ძმა და უმცროსი და ისევ ერთად. ჩვენამდე შემორჩენილია დაზიანებული ფოტო, სადაც ახალგაზრდა ლიზა ძმებთან ერთადაა გამოსახული. ფოტოს გადაღებიდან ცოტა ხანში, გოგონა სერგეი ბორდელიუსს გაყვა ცოლად. სერგეი გვარდიის ოფიცერი იყო, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა და ბევრი სამხედრო ჩინის მფლობელიც გახლდათ. შემდგომი მოვლენების შესახებ, სამწუხაროდ, ცნობები იკარგება. ლიზას ორი შვილი გაუჩნდა, თუმცა არცერთი მათგანის სახელი ისტორიამ არ შემოინახა. იმ დროისათის რუსეთი სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვია. ამის პარალელურად კი საქართველოში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დასკვნით ფაზაში შედიოდა. ერთ-ერთი იძულებითი მიგრაციის დროს, ლიზას ბავშვები გზაში ტიფის ინფექციით დაავადდნენ და გარდაიცვალნენ. დამწუხრებულმა ცოლ -ქმარმა მონასტერს მიაკითხა - სერგეიმ მართლმადიდებლურს, ხოლო ლიზამ კათოლიკურს. თანდათან წყვილის თანაცხოვრება რელიგიურ ჭიდილად იქცა, რადგან თითოეული მათთაგანი მეორის საკუთარ რწმენაზე მოქცევას ცდილობდა. ამ განგრძობითმა უთანხმოებამ მათი ქორწინება დასასრულამდე მიიყვანა. მოგვიანებით, სერგეი რელიგიური მოტივით დააპატიმრეს და ციხისათვის თავი აღარასოდეს დაუღწევია. ლიზა აქტიურად აგრძელებდა კათოლიკური რელიგიის პროპაგანდირებას, განსაკუთრებით რუსი ეროვნების მართლმადიდებელ თემში, რომელთაც რომის ვატიკანის ფინანსურსა და მორალურ მხარდაჭერას ჰპირდებოდა. პარალელურად, იგი მთარგმნელადაც მუშაობდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ელისაბედს „არ დაუვიწყა“ აქტიური რელიგიური მოღვაწეობა, 1931 წელს იგი იმ ოც ადამიანთა შორის მოხვდა, რომლებსაც კათოლიკურ, კონტრრევოლუციურ და ჯაშუშურ ორგანიზაციასთან კავშირში ედებოდათ ბრალი. თუმცა, 1937 წელი ჯერ კიდევ არ დამგარიყო, რის გამოც ბრალდებულებმა სასჯელს თავი დააღწიეს. 1935 წელს სამშობლომ ლიზა ისევ „გაიხსენა“და მონასტრის ,,არალეგალური“ საქმიანობებით დაინტერესდა. ელისაბედ აფხაზი გაასამართლეს, დააპატიმრეს და გადასახლებაში გაუშვეს.

ირაკლი აფხაზის შვილიშვილი უცნაურსა და სევდიან ისტორიას იხსენებს, რომელიც აფხაზთა შთამომავლების ტრაგიკული ცხოვრებიდან ერთ-ერთი ცხოვრებისეული ამონარიდია.

,,1967 წელს, ბაბუასთან (ირაკლი აფხაზი) ერთად სანადიროდ ვიყავი, სმოლენსკის ოლქის ტყეში. მოულოდნელად გაავდრდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ღამე პირველივე შემხვედრ ქოხში გაგვეთენებინა. ბევრი სიარულის შემდეგ, ღარიბულ ქოხს მივადექით, საიდანაც მილს ამოეყო თავი და იქედან ამოსული კვამლი სახლს წრიულად დასტრიალებდა თავს. ქოხში შესულებს, ღუმელთან მჯდარი მოხუცი ქალი დაგვხვდა, რომელსაც შავი სამოსი ეცვა. მისალმების შემდეგ კი ქალმა ბაბუას ქართულ ენაზე მიმართა.

ეს ამბავი ამ ყრუ და მივიწყებულ სმოლენსკის ტყეში მოხდა. მე ქართულად არ ვსაუბრობ, თუმცა ყოველთვის ვცნობ ქართულ ენას. მოულოდნელად ბაბუამ მთხოვა, ქოხიდან გავსულიყავი გასასეირნებლად ან მოსაწევად. მეც უთქმელად დავემორჩილე. ცოტა ხანში, როცა უკვე პატარა მაგიდასთან ვიჯექი ღარიბულ ქოხში, შავოსანი ქალი უკვე გამართული რუსულით გვესაუბრობდა. მე კი მომეჩვენა, რომ ბაბუა აღელვებული იყო და ადგილსაც ვერ პოულობდა. მოგვიანებით ვკითხე უცნობის ქალის შესახებ, მაგრამ მოკლედ მიპასუხა: ,,ამაზე მერე..“ დილით სოფელიც დავტოვეთ.

უფრო მოგვიანებით ბაბუამ მიამბო, რომ ქოხში მყოფი უცნობი ქალი ოდესღაც, საქართველოში, მათ დიდ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა, 1941 წელს კი სმოლენსკში წავიდა სავაჭროდ, თუმცა გზაში მსოფლიო ომი დაეწია და მარტოდ დარჩენილმა სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. ქალი სმოლენსკში სამუდამოდ ჩარჩა. მე შევნიშნე, რომ ბაბუას კიდევ რაღაც ჰქონდა სათქმელი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. ძლივს მიამბო უცნობი ქალის მონაყოლი, რომ სმოლენსკის ერთ- ერთი რაიონის მიყრუებულ სოფელში მისი გადასახლებული და ცხოვრობდა. ბაბუას ის დაახლოებით ორმოცდაათი წელია, რაც არ ენახა და არაფერი სმენოდა, თუ როგორ განვითარდა დაკარგული ოჯახის წევრის ცხოვრება უკანასკნელი წლების მანძილზე. მოხუც ქალს ლიზას შესახებ ადგილობრივი გაზეთის ერთ-ერთი სვეტიდან შეუტყვია, სადაც ეწერა, რომ ყოფილი თავადიშვილი ქართველი ქალი გადასახლებაში მნიშვნელოვან ქრისტიანულ მოღვაწეობას ეწეოდა.

ძალიან ვწუხვარ, რომ მაშინ გადაუდებელ საქმეთა გამო, მოსკოვში დაბრუნებამ მომიწია, ამიტომ ბაბუაჩემის და პირადად ვერ გავიცანი და ჩვენი შეხვედრაც მომავალი წლისათვის გადავდე. თუმცა ეს მომავალი არ დადგა და ელისაბედი რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. ბაბუამ, რასაკვირველია, მოინახულა ლიზა. ძალიან ვწუხვარ დღემდე, რომ თვითმხილველი არა ვარ ამ შეხვედრისა. სამწუხაროდ, ბაბუაც მალევე გადაიცვალა და იმის გაგებაც ვერ მოვასწარი, თუ რა უთხრეს დაკარგულმა და- ძმამ დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთმანეთს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბანაკმა და გადასახლებამ ელისაბედ აფხაზი ვერასოდეს გატეხა.“

ოთხი ძმა აფხაზი

ოთხი აფხაზი ძმის ცხოვრების ტრაგიკული ისტორია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მშობლების უდროოდ დაკარგვით იწყება და გრძელდება რუსეთში, 1917 წლის სოციალისტურ რევოლუციით, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის სამწლიანი ბედნიერი პერიოდი გასაბჭოებითა და სისხლში ჩახშობილი ქართველ პატრიოტთა წინააღმდეგობებით სრულიად დაასამარა. ძმების ცხოვრება საზღვარგარეთ, ემიგრაციაში გაგრძელდა, ხოლო მათი საზღვარგარეთ მოღვაწეობის ამბავი ერთგვარი განზოგადებაცაა სუვერენიტეტდაკარგული სახელმწიფოსა და იქედან გაქცეულ დიდგვაროვანთა მძიმე ბედისა. გიორგი დიმიტრის ძე აფხაზი პირველი აღმოჩნდა, ვინც აფხაზთა ოჯახური ტრადიცია ,,დაარღვია“ და ეთნიკურად არაქართველი ქალი, ალექსანდრა პეტრეს ასული მურმეცოვა შეირთო ცოლად, რომელიც რუსეთის დიდგვაროვანთა შთამომავალი გახლდათ.

მეტი
close icon

ოთხი ძმა აფხაზი

ოთხი აფხაზი ძმის ცხოვრების ტრაგიკული ისტორია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მშობლების უდროოდ დაკარგვით იწყება და გრძელდება რუსეთში, 1917 წლის სოციალისტურ რევოლუციით, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის სამწლიანი ბედნიერი პერიოდი გასაბჭოებითა და სისხლში ჩახშობილი ქართველ პატრიოტთა წინააღმდეგობებით სრულიად დაასამარა. ძმების ცხოვრება საზღვარგარეთ, ემიგრაციაში გაგრძელდა, ხოლო მათი საზღვარგარეთ მოღვაწეობის ამბავი ერთგვარი განზოგადებაცაა სუვერენიტეტდაკარგული სახელმწიფოსა და იქედან გაქცეულ დიდგვაროვანთა მძიმე ბედისა.

გიორგი დიმიტრის ძე აფხაზი პირველი აღმოჩნდა, ვინც აფხაზთა ოჯახური ტრადიცია ,,დაარღვია“ და ეთნიკურად არაქართველი ქალი, ალექსანდრა პეტრეს ასული მურმეცოვა შეირთო ცოლად, რომელიც რუსეთის დიდგვაროვანთა შთამომავალი გახლდათ. გადმოცემის თანახმად, მურმეცოვების ოჯახი რუსეთის საიმპერატორო კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა. გიორგი ახალგაზრდობაში რუსეთის არმიაში მსახურობდა პოდპოლკოვნიკად და მომავალი მეუღლეც სწორედ იმ დროს გაიცნო.

1891 წელს წყვილს პირველი შვილი, დიმიტრი შეეძინათ. 1892 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ცოლ- ქმარი გოგონას მოლოდინში იყო, ოჯახში კიდევ ერთი ბიჭი, გიორგი გაჩნდა. 1893 წელს, აფხაზებს კიდევ ერთი წევრი შეემატათ და მას ალექსანდრე დაარქვეს. 1894 წელს კი მეოთხე ბავშვი, ირაკლი გაჩნდა.

აფხაზი ძმების ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდებოდა სხვა დიდგვაროვან ბავშვთა ცხოვრებისაგან, თუმცა მერე, 1897 წელს, მათ დედა, ალექსანდრა დაკარგეს. ეს ტრაგედია ოჯახში უმცროსი დის დაბადებიდან ცოტა ხანში დატრიალდა. მაშინ უფროსი ძმა 6 წლის, ხოლო უმცროსი 3 წლის იყო. 1901 წელს კი მოულოდნელად მამაც გარდაიცვალა. ბავშვებზე მზრუნველობა დედის ახლო ნათესავებმა იკისრეს, თუმცა ოჯახი დაიშალა. სამი ძმა საქართველოში, მამიდასთან დარჩა, ხოლო ლიზა და ირაკლი დედის ახლობლებმა იშვილეს, რუსეთში.

ბავშვებს ნათესავები არაჩვეულებრივი მზრუნველობით ექცეოდნენ და დაუღალავად ზრუნავდნენ იმაზე, რომ თითოეულ მათთაგანს ბრწყინვალე განათლება მიეღო. დაობლებული აფხაზები კარგად სწავლობდნენ და ბევრ ევროპულ ენასაც ფლობდნენ. ოთხი ძმა და და უკანასკნელად 1910 -1912 წლებში ,,გაერთიანდა“ და ზრდასრული, დამოუკიდებელი ცხოვრება ერთად დაიწყო. 1914 წლამდე მათი ყოველდღიურობა მთლიანად უმაღლესი განათლებითა და სტუდენტური ამბებით იყო მოცული. გიორგი პარიზში, სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებას ეუფლებოდა, ირაკლი მოსკოვში სწავლობდა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში აფხაზების ცხოვრების ამბები მოულოდნელად ქრება და მათი ადრეული ახალგაზრდობის შესახებ მხოლოდ მწირი, ალაგ- ალაგ ნაგლეჯი ცნობები არსებობს, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი ცხოვრება სტანდარტული ახალგაზრდებისა იყო, სტუდენტური რუტინითა და თავგადასავლით. 1914 წლის ომმა კი მათი ცხოვრება ძირეულად შეცვალა. 1914 წლის 3 ნოემბერს გიორგი ფრონტზე წავიდა, მონაწილეობდა ბრძოლებში. გიორგიმ სამხედრო წოდება მიიღო და პროპორშიკად დანიშნეს.

ალექსანდრე აფხაზმა წარმატებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1917 წლის 21 ივლისს მანაც პროპორშიკის წოდება მიიღო.

დიმიტრი მე 3 კავკასიურ სამხედრო პოლკში მსახურობდა და მოგვიანებით, პროპორშიკისა და პოდპროპორშიკის ჩინი მიიღო. ბრძოლებში მონაწილეობდა უმცროსი ძმა, ირაკლიც.

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკამ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა ქართველი ერის სიხარულმა მხოლოდ მცირე დროით გასტანა, რადგან 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და უდიდესი წინააღმდეგობისა და თავდადების მიუხედავად, 1923 წლის საქართველო უკვე საბჭოთა რუსეთის ნაწილი იყო. გასაბჭოების შემდეგ, სამი აფხაზი ძმა საზღვარგარეთ გაიქცა და სამშობლოში აღარასოდეს დაბრუნებულან, ხოლო ლიზა აფხაზისა და მისი მეუღლის კვალი დიდი ხნით დაიკარგა. აფხაზი ძმები მონაწილეობას იღებდნენ სამამულო ომში, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მათი ღირსეული მოვალეობა იყო, თუმცა 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობა მათ სრულიად ახალ, ბედნიერ და თავისუფალ მომავალს პირდებოდათ. სინამდვილეში ეს სევდიანად ილუზორული მოლოდინი იყო, ზღაპრის ცუდი დასასრულით. ადვილად წარმოსადგენია, რამდენად წინააღმდეგობრივი იყო მათი დამოკიდებულება სისხლითა და მახვილით მოსული წითელი დამპყრობლის მიმართ, რომელიც ყოველივე პროგრესულს მტრობდა. მათი ახლო ნათესავი, გენერალი კოტე აფხაზი, რომელიც ილია ჭავჭავაძის დისშვილი იყო, წინააღმდეგობის ორგანიზაციას ედგა სათავეში, რომელიც დააპატიმრეს და 1923 წელს დახვრიტეს. წინააღმდეგობრივი დაჯგუფების წევრები დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელთა თავზეც დამოკლეს მახვილივით ეკიდა საბჭოთა მსახვრალი ხელი, თუმცა საფრთხის ქვეშ იყო ყველა, განსაკუთრებით კი თავადაზნაურობა, რომელიც ახალი რეჟიმის პირობებში დისიდენტებად და ხალხის მტრებად გამოცხადდნენ. ასე აღმოჩნდა სამი აფხაზი ძმა, საზღვარგარეთ, უცხოობაში.

ირაკლი აფხაზის შვილიშვილი იხსენებს: ,,მე დავიბადე მოსკოვში, 1943 წელს, ირაკლი აფხაზის ოჯახში, და იმ ყოველივეზე, რაზეც ახლა მოგითხრობთ, მანამდე წარმოდგენაც არ მქონია. არც ჩემი წინაპრების დიდგვაროვანთა შთამომავლობის შესახებ ვიცოდი და არც ემიგრანტი ნათესავებისა. მხოლოდ ის გამეგო, რომ სადღაც, თბილისში, ბაბუა ცხოვრობდა, მამის მხრიდან. ბაბუა პირველად 9 წლის ასაკში ვნახე, როცა მოსკოვში გვესტუმრა, თუმცა ჩვენი ურთიერთობა იმ შეხვედრისას ძალიან ხანმოკლე გამოდგა. მეორედ კი მაშინ შევხვდით, როცა რუსეთში გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა სმოლენსკის ერთ - ერთ ოლქში მასწავლებლად მოწყობილიყო. უკვე სტუდენტობის დროს ხშირად ჩავდიოდი ბაბუასთან სტუმრად და შემოგარენ ტყეებში ვნადირობდით. ბაბუა წარსულს არასოდეს ახსენებდა, მე კი, სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდა ვიყავი და დიდად არც მაინტერესებდა. ერთადერთხელ ვკითხე, ყავდა თუ არა და ან ძმები. მან მოკლედ და პირქუშად მიპასუხა, რომ ყავდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი საზღვარგარეთ წავიდნენ და მათი კვალი დაკარგა. მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ისე არ იყო ყველაფერი, ან მთლად ისეც არ იყო, როგორც გამოიყურებოდა, თუმცა უკვე გვიანი გამოდგა. 1968 წელს ბაბუაჩემი გარდაიცვალა, ხოლო 1979 წელს, მამა, ვადიმიც დაიღუპა. მათ ჩემი ოჯახის ისტორიის ცნობის შესაძლებლობაც გაიყოლეს თან და ახლა უკვე ყველაფერი ბუნდოვანია. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ოჯახური ფოტოალბომი გადმომიგზავნეს სმოლენსკიდან. მე არ ვიცი, ვინ არიან ფოტოზე გამოსახული ადამიანები. ვიცი რომ ისინი ჩემი წინაპრები არიან, თუმცა მე მათ არ ვიცნობ.“

left arrow icon right arrow icon

გიორგი აფხაზის ერთ - ერთი იყო იმ ევროპელ არტისტთაგან, რომელთა შემოქმედებამ მეოცე საუკუნის იტალიურ კულტურაში რევოლუციური გარღვევა მოახდინა.

მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში, ქართული მხატვრობაში მონუმენტური, ტრენდული ფორმები გამოჩნდა. იმ დროის ქართული მოდერნისტული ხელოვნება ერთდროულად აღმოსავლური და დასავლური კულტურული ნარატივის ზემოქმედების ქვეშ მოექცა, რადგანაც ახალგაზრდა მხატვრებმა კარგად გაიაზრეს, რომ საზღვრული გარემო და ტერიტორიულ ჩარჩოში მოქცეული აზროვნება, ფიქრის მრავალფეროვნებას კლავდა და ახალი კონცეფციის ჩასახვას უშლიდა ხელს. ამასთანავე, უფროსი თაობის არტისტები საქართველოში აქტიურად ეწეოდნენ თანამედროვე ევროპული იდეების იმპორტირებას. მე - 20 საუკუნის 30- იანი წლები ქართული კულტურისათვის მეტად უცნაური და კომპლექსურია, რადგანაც იგი, ერთის მხრივ გასაბჭოებას, არეულობასა და სისხლიან მღელვარებას ემთხვევა, ხოლო მეორეს მხრივ ქართული ხელოვნების ყველა სფეროს აფეთქებას პროვოცირებს. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ახალგაზრდა, უცნობი არტისტების შემოქმედებითი ბუმი და ამ მოდერნისტი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია გიორგი აფხაზიც. ევროპის სახელოვნებო არეალში თეორეტიკული ტრაქტატების სიმრავლისა და დაახლოებით ოცამდე სახელოვნებო სკოლის არსებობის პირობებში გაჩენილმა ახლებურმა ესთეტურმა მიდგომამ მაღალი თამასა გააჩინა. ქართული მხატვრობაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ევროპული კულტურის რევოლუციას.

მეტი
close icon

გიორგი აფხაზის ერთ - ერთი იყო იმ ევროპელ არტისტთაგან, რომელთა შემოქმედებამ მეოცე საუკუნის იტალიურ კულტურაში რევოლუციური გარღვევა მოახდინა.

მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში, ქართული მხატვრობაში მონუმენტური, ტრენდული ფორმები გამოჩნდა. იმ დროის ქართული მოდერნისტული ხელოვნება ერთდროულად აღმოსავლური და დასავლური კულტურული ნარატივის ზემოქმედების ქვეშ მოექცა, რადგანაც ახალგაზრდა მხატვრებმა კარგად გაიაზრეს, რომ საზღვრული გარემო და ტერიტორიულ ჩარჩოში მოქცეული აზროვნება, ფიქრის მრავალფეროვნებას კლავდა და ახალი კონცეფციის ჩასახვას უშლიდა ხელს. ამასთანავე, უფროსი თაობის არტისტები საქართველოში აქტიურად ეწეოდნენ თანამედროვე ევროპული იდეების იმპორტირებას.

მე - 20 საუკუნის 30- იანი წლები ქართული კულტურისათვის მეტად უცნაური და კომპლექსურია, რადგანაც იგი, ერთის მხრივ გასაბჭოებას, არეულობასა და სისხლიან მღელვარებას ემთხვევა, ხოლო მეორეს მხრივ ქართული ხელოვნების ყველა სფეროს აფეთქებას პროვოცირებს. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ახალგაზრდა, უცნობი არტისტების შემოქმედებითი ბუმი და ამ მოდერნისტი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია გიორგი აფხაზიც.

ევროპის სახელოვნებო არეალში თეორეტიკული ტრაქტატების სიმრავლისა და დაახლოებით ოცამდე სახელოვნებო სკოლის არსებობის პირობებში გაჩენილმა ახლებურმა ესთეტურმა მიდგომამ მაღალი თამასა გააჩინა. ქართული მხატვრობაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ევროპული კულტურის რევოლუციას.

ახალი სახელოვნებო მოძრაობის ჩამოყალიბება ეპატაჟური ტექსტის "ფუტურისტული მანიფესტის" გამოქვეყნებას მოჰყვა ფრანგულ ჟურნალში ,,ლე ფიგარო“, რომლის ავტორიც იტალიელი პოეტი ფილიპო ტომაზო მარინეტი გახლდათ. ქართველი არტისტები ღიანი აღმოჩნდნენ იდეის მიმართ, რომელიც დახვეწილობას უარყოფდა და ადამიანებს ვულგარული, რეაქციონერული და პროვოკაციული ხელოვნების შექმნისაკენ მოუწოდებდა. ცოტა ხანში ფუტურისტულმა მიდგომებმა ქართული ხელოვნების ყველა დარგში აქტიურად მოიკიდა ფეხი და დომინანტური მიმდინარეობა გახდა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გიორგი აფხაზი ამ ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი და დიდი ოსტატია. მისი ნამუშევრების უმეტესობა სასცენო დადგმებისთვისაა შესრულებული, თუმცა კომპოზიციათა სირთულე და შექმნილ პერსონაჟთა ხასიათის უნიკალურობა არტისტის ნამუშევრებს გრაფიკულ შედევრებად აქცევს. მიუხედავად იმისა, მისი აფხაზის მოღვაწეობიდან უკვე 128 წელია გასული, მხატვრის მიგნებები დღემდე თანამედროვე და ტრენდულია.

გამოფენის რეტროსპექტივა

2021 წლის 26 ნოემბერს, რომში, გალერეაში PALAZZO VELLI EXPO გიორგი აფხაზის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია აერთიანებდა არტისტის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ საგამომცემლო ილუსტრაციებსა და სარეკლამო დიზაინს, ასევე მასშტაბური სცენოგრაფიებისა და სასცენო კოსტიუმის ჩანახატების არასრულ კოლექციას, რომელთა სრულ ნუსხასაც რომის ოპერის თეატრი დღემდე ინახავს. გიორგი აფხაზი თავისი ეპოქის რევოლუციონერი არტისტია, რომელმაც ევროპის თეატრის სასცენო მხატვრობას ძლიერი ხმა და აქტუალობა დაუბრუნა. გიორგიმ რომის ოპერაში დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში იმუშავა და სასცენო მხატვრობის კონცეფცია სრულიად ახლებურ პრიზმაში მოაქცია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა სიცოცხლით, ფერთა მოულოდნელი კონფლიქტებითა და ძლიერი კოლორიტით, მყარი ხაზითა და ჩანაფიქრით, ამიტომ მისი შემოქმედება დღემდე ძალიან თანამდროვე და ნოვატორულია.

სპექტაკლები

სიყვარულის ელექსირი ავე მარია დაფნი ენოხ არდენი მზის კუნძული ესპანური საათი მავრა პარსიფალი პერსეფონე ტოსკა აღდგომა
left arrow icon
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 სცენა პირველი მოქმედებისთვისმუყაო, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 სცენა მესამე მოქმედებისთვისმუყაო, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 ესკიზიმუყაო, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 სცენა მესამე მოქმედებისთვისმუყაო, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 ბავშვები დღესასწაულზექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 მელექსექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 შარლატანიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 შარლატანის მსახურიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 მედოლექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 ადინაქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი ქალი დღესასწაულზექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გოგონა დღესასწაულზექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 ქალბატონი ჰუდერი და ჟანაქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 მოხუცი ქალიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 მოხუცი გლეხიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 კოსტუმის ჩანახატი დღესასწაულისთვისქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 ვილანელიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 ბატონიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 ნემორინოქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი ქალი დღესასწაულზექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 მწიგნობარიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 სასტუმროს მეპატრონექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 მოცეკვავე გოგონა დღესასწაულზექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გოგონა დღესასწაულზექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი ბიჭიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი ქალიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი კაცი დღესასწაულზექაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 მოხუცი ქალის სხვა კოსტიუმის ჩანახატიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი კაცის სხვა კოსტიუმის ჩანახატიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი კაციქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი კაცის სხვა კოსტიუმის ჩანახატიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი კაცის სხვა კოსტიუმის ჩანახატიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი ქალიქაღალდი, შერეული ტექნიკა
  • „სიყვარულის ელექსირი“ გ.დონიცეტი 1941 გლეხი ქალიქაღალდი, შერეული ტექნიკა
right arrow icon

გრაფიკული დიზაინი

პოსტერები ფილმის პოსტერები ყდის დიზაინი
left arrow icon
  • პოსტერის დიზაინი კომპანია სიტროენისათვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია კოსმეტიკური ბრენდისთვის
  • პოსტერის დიზაინი მილანის მე-13 ბაზრისათვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია კოსმეტიკური ბრენდისთვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია კოსმეტიკური ბრენდისთვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია ჰიგიენური კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდისთვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია ჰიგიენური კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდისთვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია კოსმეტიკური ბრენდისთვის
  • პოსტერის დიზაინი შალის საწარმოსათვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია კოსმეტიკური ბრენდისთვის
  • პოსტერის დიზაინი კომპანია სიტროენისათვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია კოსმეტიკური ბრენდისთვის
  • სარეკლამო ილუსტრაცია კოსმეტიკური ბრენდისთვის
  • ილუსტრაცია ღია ბარათისთვის
  • ილუსტრაცია ღია ბარათისთვის
  • ილუსტრაცია ღია ბარათისთვის
right arrow icon

გიორგი აფხაზის გამოფენა რომში

play button

ლაურა

play button

რატომ დავივიწყეთ აფხაზი?

გიორგი აფხაზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ქართველებმა ძალიან ცოტა რამ ვიცით, თუმცა მისი სახელი ერთ დროს იტალიის ყოველ დიდ სცენასა და არტისტულ სალონებში ძლევამოსილად ჟღერდა. გიორგი იყო მრავალსახოვანი შემოქმედი- გრაფიკოსი, სცენოგრაფისტი, წიგნის ილუსტრატორი, კოსტიუმებისა და რეკლამის დიზაინერი. მისი ნამუშევრები ერთდროულად მონუმენტურობით, გრაციოზულობითა და განუმეორებელი, მძაფრად ინდივიდუალური კოლორიტით აღიწერება. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცნობები ბუნდოვანია, ვვარაუდობთ, რომ არტისტმა ოდესღაც კარგი არქიტექტურული განათლება მიიღო, რადგან მისი თანამედროვე სასცენო ინტერიერები ძლიერი არქიტექტორის ალღოს მოითხოვს. გიორგი აფხაზის სახელი მისი ისტორიული სამშობლოსათვის დაკარგულია, რადგან საბჭოთა რეჟიმმა ქვეყანაში დარჩენილი ინტელიგენცია გაანადგურა, ხოლო ემიგრირებულ ადამიანთა სახელები წაშალა. ქვეყნის გასაბჭოების ტრაგიკული ბედი გიორგი აფხაზის უცხოობაში ცხოვრებასა და მოღვაწეობას ბნელ ლაითმოტივად ბოლომდე გაჰყვა. ამ გამოფენით ვცდილობთ, არტისტის დაკარგული სახელი თავიდან გავაცოცხლოთ და მხატვარი თავის ისტორიულ სამშობლოს დავუბრუნოთ, რომლის ნახვაც გიორგი აფხაზს სიცოცხლეში აღარ ღირსებია.

გიორგი აფხაზის ხელმოწერა